ანდრე

იმ დღეს , უფრო სწორად იმ ღამეს მაგიდის ნათურის შუქში ჭიქა ადუღებული ლუდით და გათოშილი სიგარეტით ხელში მაგიდაზე მიეძინა ანდრეს. მწერალი რომ იყო არაა საჭირო არანაირი სამწერლობო  ბაკალავრიატის დამთავრება…ანდრემ ერთხელაც გაიღვიძა …საღამოს 7 საათზე ლეპტოპს მიუჯდა, ლუდი ახლოს მიიჩოჩა ინფერნული მუსიკა ჩართო და წერა დაიწყო….

ანდრე დიდი ხანია ცხოვრობს ამ პატარა ბნელი სახლის ბნელ ოთახში. ალბათ 3 წელია ანუ ის დრო რაც საკუთარი ცხოვრებიდან ახსოვს. მანამდე სიბნელე… ერთადერთი ადგილი რომელიც ამ სახლში მას იზიდავს , ესაა ფართო ნათელი ფანჯარა, საიდანაც თითქოს მთელი ცა ჩანს…უზომო სივრცე და მთლიანი ცა, მხოლოდ მისი ფანჯრიდან, მხოლოდ ანდრესთვის ჩანს. ანდრე ხშირად უნებურად აშტერდება მას…არ იცის რის პოვნას ცდილობს მასში, უბრალოდ….

ანდრეს არ ჰყავს მეგობრები, სამაგიეროდ მის ნაცნობებს ჰგონიათ რომ ჰყავთ მეგობარი ანდრე. ანდრე უკვე 28 წელია ეძებს რაღაცას ან ვიღაცას , რაც ან ვინც გააკვირვებს. ანდრეს ლამაზი ნაცრისფერი თვალები სევდიანი და მძინარეა…როგორც მისი ცხოვრება. ანდრეს მოთხრობებს პატარა სტამბა ბეჭდავს, მას ალბათ ამ პატარა ქალაქის 2%იც არ კითხულობს, თუმცა ის არ დარდობს. ანდრე არაა ბედნიერი , არც უბედური მან არ იცის რა არის ან ერთი ან მეორე. ანდრეს არც იმედია აქვს არც სასოწარკვეთილია…მას საკუთარი თავიც არ ჰყავს, სამაგიროდ აქვს საყვარელი დისკების, წიგნების, ფურცლების დიდი გორა სადაც ცდილობს არსებობა შეძლოს. ანდრეს ზოგჯერ საკუთარი თავი გამოგონილი ჰგონია და დროდადრო რომელიმე ხიდიდან ხტება რომ გაიგოს…თუ გრძნობს ისევ..

ანდრეს ჩიტი ჰყავდა…მოკვდა…ანდრეს მეგობარი გოგონა ჰყავდა …წავიდა…ანდრეს მამა ჰყავდა…მიატოვა…ანდრეს საკუთარი თავიც ჰყავდა…გააქრო.
ანდრეს ბევრგან უმუშავია, თუმცა ინტელექტი არასოდეს გამოუყენებია, რადგან ეგონა არ ჰქონდა უფლება სხვებზე ებატონა და ცდილობდა ერთ-ერთი ყოფილიყო ერთადერთის ნაცვლად. ანდრე უსმენს მუსიკას და ცდილობს მასში გაიქცეს …

ჰო..იმ დღეს დაეძინა..

ანდრეს თვალებში მზემ შეუჭყიტინა…წამოდგა და მაშინვე ქუჩაში გავარდა რომ გარიჟრაჟის ცარიელი ქუჩებით დამტკბარიყო. მართლაც ყველაფერი სიცარიელეს მოეცვა…ანდრე უმოწყალოდ ეძებდა თვალებით ვიღაცას…ვინმეს…იცოდა ოდესმე წააწყდებოდა….და წააწყდა ერთხელაც…ისიც მასავით გაბრუებრული და უძინარი ჩანდა…შავი გრძელი პალტო ეცვა, წელამდე ჩამოშლოდა ღია ყავისფერი თმა, ფერმკრთალი სახე უფრო შეშინებულს უგავდა ვიდრე შეცივებულს. პატარა პარკში ყველაზე მყუდრო სკამზე იჯდა და გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა. ანდრეს არაფერი გაუფიქრებია, ამას გადაეჩვია, ის უბრალოდ მოქმედებდა გადაწყვეტილებების მიღებას კი სხვებს ანდობდა. გოგონას კი ანდრე იმდენად ეუცნაურა რომ დიდხანს უცქირა.

თენდებოდა , მზეც ამოვიდა ქალაქში მანქანებმა ბზუილი ატეხეს. ანდრემ სახლს მიაშურა. სიგარეტი მოიმარაგა და ნაწერებს მიუჯდა. წერს მასზე…არ იცის ვინაა..არა რეალურად უნდა წარმოიდგინოს ყოველთვის ასე აკეთებს. იქნებ მასზე დაწეროს..გოგონა გარიჟრაჟზე რომ დაინახა, ნამდვილად ჰგავს მის გმირს. ანდრეს მოგონებები ხელს უშლის…ანდრეს სიგარეტიც უშლის ხელს. ანდრე მარტოა…ანდრე ამას მიხვდა. ანდრეს შეეშინდა, პირველად შეეშინდა.

Advertisements

One thought on “ანდრე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s