Gothland ( Random Story)

“What about Joy Division’s music? Is That Beautiful?

Ian : Some of it, yeah, but……some of it’s not meant to be beautiful.” (Control  2007)

იანი მართალია , როგორც ყოველთვის …ყველაფერი არც უნდა იყოს ლამაზი, ჩემს შემთხვევაში კარგად წასაკითხი… და ყველასთვის მოსაწონი…ჩემი ბანალური 2 წლის წინანდელი მოთხრობი არ გაგაკვირვებთ..შეიძლება პირში ჩალაც გამოგევლოთ , როგორც იტყოდა ქრისტი..

****
მზე ჰორიზონტიდან იპარება…უსუსური ცოდვილივით იმალება…ცას უამრავი მანათობელი წერტილი იპყრობს და შავი დედოფალი-მთვარე გამობრძანდება… უკუნეთიდან ამოცურდება და ცის კაბადონს მოიცავს. ეს ისევ გოთლენდია , დაცალებულ სულთა სავანე…ადგილობრივ სასაფლაოზე შავმა სევდიანმა პეპლებმა მოიყარეს თავი…
ასე გვიან ღამით ხეტიალისას რას აღარ გადააწყდები .. მანიაკებს, უცნაურ ბანდებს…შიგადაშიგ უძილობით შეწუხებული ადამიანიც შეიძლება შენიშნოთ. ლეაც დაეშვა დაღმართზე, გაუცხოებული და დაბინდული…საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი მაღალი მამაკაცი შენიშნა….ალბათ, არც მიაქცევდა ყურადღებას , რომ არა ერთი პარანორმალური მოვლენა. კაცის თვალები წამით მწვანედ აინთო და ჩაქრა… ლეას გული აძგერდა …სვლა განაგრძო …თვალები ისევ აინთო და მერე ნელ-ნელა ცაიბჟუტა. რატომაც არა ,ფოსფორის სათამაშოა…კაცი უარესად მოუახლოვდა…თვალებიც  გამოიკვეთა წყვდიადში …ქალის მზერა შენიშნა, გზას დინჯად გადაუხვია და მისი მიმართულებით წამოვიდა. ლეა შედგა …უკან გაბრუნდეს? ღმეთო ნეტავ დაემართოს რამე….იდეამოკლებული ცხოვრება აბერებს…გაჩერდა…თავისი სუნთქვის ხმაც აღარ ესმოდა . მერე კი ხელები უხეშად ჩაავლეს , გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. უცნაურია, ნეტა ხმა რატომ არ ამოიღო, არც შებრძოლებია უცხოს . არა, ზედმეტად რთულია ეს ცხოვრება…… ზოგჯერ ისე გიჭერს მარწუხებს , რომ ხორცის გავლით ძვლებს ერჭობა, იშვიათად სულსაც ეპოტინება და ბინძური წვეტებით ასისხლიანებს …ყველაფერი სულერთია, სად მიყავხარ ბილიკს, რა მნიშვნელობა აქვს …ბედისწერა კუდიანივით ცოცხზე გადამჯდარი მაინც სულ ტან გდევს და გითვალთვალებს…ამაზრზენი, ღოჯებიანი კუდიანი!  

აი, ვიღაცის მკერდზე თავი უდევს…ვიღაცის მკლავი არ უჭერს ძლიერად…გაქცევა შეიძლება, მაგრამ არ გარბის…გულის ფეთქვა კი საერთოდ არ ესმის. უკუნეთიდან გააღწიეს და პატარა , ოდნავ განათებუ ეზოსმაგვარ ადგილას გაჩერდნენ.

  კაცმა ხელი გაუშვა, სინათლეზე დააყენა, თავად კი უკან დაიხია…თითქოს აკვირდებოდა..   ბოლოს რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა და სახე სინათლის მწველ სვეტებს შეუშვირა. ფერმკრთალი , რაღაც მკვდრისფერი  სახე…გამჭვირვალე , უფერო კანი. შუბლზე რამდენიმე ძარღვი  აჩნდა . სიცოცხლის არანაირი ნაკვალევი მის მშვენიერ  მწვანე თვალებში.  ლეას შიში დიდი ხნის წინ გადაავიწყდა, მაგრამ ეს ბურუსი ნელ-ნელა გრძნობების უცნაურ სინთეზად იქცა. სიბრალული…საშინელი სიბრალული და ცნობისმოყვარეობა მოეძალა…და მიზიდულობა.
კაცი მიუახლოვდა , თითქოს არც კი სუნთქავდა. უეცრად კისერზე წაავლო ხელი და მთვარეს თვალი შეავლო..თითქოს არც უკვირდა , რომ ქალი მშვიდია, არ იბრძვის, არ ყვირის, არ ტირის. სინათლეზე დიდხანს აკვირდებოდა, მერე მისკენ დაიხარა, ყელზე შეეხო ტუჩებით. ეს ავისმომასწავლებელი ჟრუანტელი  იმპულსებს უღვიძებდა, თითქოს ნატრობდა გაქრობას . მერე წვა იგრძნო ყელზე და უნებურად წამოიკივლა…
-სისხლი ?
ხელი გაუშვეს…კაცმა დამფრთხალი სახე დამალა.  თვალები ეხუჭებოდა და აკანკალებდა…
ლეამ ყელზე სისველე იგრძნო…სისხლი სდის. ხელი გაისვა…უკან წასულ კაცს გაეკიდა…
-სისხლი გჭირდება?
-მომეშვი..- ხმა! სწორედ ასეთი ხმა  აქვს ყველაზე იდუმალ , მიმზიდველ  არსებას.
-ცუდად ვარ..
-მერე? რატომ გაჩერდი?  ..-წინ აესვეტა და გასერილი კისერი მიუშვირა.
-ნუ …
– წაიღე ჩემი სიცოცხლე არ იცი რა ძნელია ადამიანობა..
-არა…
-რატომ შენ თავს შეხედე…
-რას შევხედო? მომბეზრდა ასე არსებობა სრულ მარტოობაში…ჩემს გარშემო არ არის არავინ ვის გამოც ღირს მარადიული სიცოცხლე ავიტანო..
ლეამ ხმამაღლა გაიცინა და მაცდურად შეათვალიერა ვამპირი.
-ჰა ჰა…
-რა?
-მე დაგეხმარები.
ლეამ ფრთხილად მოძებდა მისი ხელი სიბნელეში და თითქმის ძალით წაათრია.
-რატომ არ გეშინია ჩემი?
-მე? მე არ მეშინია სიკვდილის, თან იმაზე რომანტიკული რა უნდა იყოს , როცა შენნაირი მშვენიერება  ჯანდაბაში გისტუმრებს. იმქვეყნად მისი ღიმილი მიგყვება და სისხლიანი გაბუტული ტუჩები გამახსოვრდება მეორე სიცოცხლემდე…ხედავ რა ფანტაზიები მაქვს? -ლეა შედგა , კაცს მოუბრუნდა , ხელებით მოძებნა  მისი მხრები, კისერი , ტუჩები… მისმა სითბომ ვერ გაალღო ყინული…კაცმა მოიშორა..
– …
-შენ მშვენიერი  ხარ და მკვლელობა შენი დანაშაული  არ არის, არამედ იმის, ვინც ასეთად დაგბადა.
-უცნაური გოგო ხარ…
-ასე ფიქრობ?
-და …
-შენ აქ დამელოდე .
რამდენიმე წუთის შემდეგ უკან მოირბინა …
ხელში სისხლიანი პაკეტი ეჭირა…(სად იპოვა გოთლენდში საავადმყოფო , სადაც გადასასხმელი სისხლი მისცეს ჩემთვის უცნობია).
– მინდა გიყურო.
პაკეტი ფრთხილად მიიტანა პირთან და ნანატრი სითხე მოსვა. ძარღვებში სისხლი გათბა, მკერდში გული დაბრუნდა…და თვალებშიც ცეცხლი აინთო.
გაოცებული შესცქეროდა ლეა ამ ამბავს, უცნაური კმაყოფილების გრძნობა მასაც გადასდებოდა. წამოდგა…უი, თავბრუ ესხმის, აბა , რა ეგონა …წაბარბაცდა. ტუჩი მოწმინდა..
-სისხლი…
-შეგიძლია ალექსიელი დამიძახო.
-მე ლეონა, ლეა.
გოგონას სახე ულურჯდება , ტუჩები უშავდება და გული მისდის.
ვამპირმა ხელში აიყვანა და მთვარიან გზას დინჯი ნაბიჯით გაუყვა…”ბევრი სისხლი დაკარგა .. არაფერი დაემართება იმედია.  არა მაინც შევძელი და საფრთხეში ჩავაგდე მისი სიცოცხლე”. სახეზე დახედა… არა ის საშიშია, უბრალოდ ეს გოგოა უცნაური.  დილამდე მაინც არ გაუშვებს .
2007

Advertisements

One thought on “Gothland ( Random Story)

  1. ummm nice i really like it maybe it’s banal and all, though it will make you kinda smile in the end.
    Phill: *rises brow* Annie you feeling right?
    Me: What the hell do YOU want?
    Phill: Firy!!!! please take over her. This “Annie personality” is killing me
    Me: i like this story what’s your problem!
    Phill: whatever…do as you wish

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s